Variation -- /ვაღიასიონ/ ვარიაცია. კლასიკურ ბალეტში პატარა ცეკვა შესრულებული ერთი ან რამდენიმე მოცეკვავის მიერ.
Virtuose -- /ვიღტუოზ/ შემსრულებელი, რომელიც დაჯილდოებულია შესანიშნავი ტექნიკური უნარით.
ვაგანოვა აგრიფინა -- თავისი დროის უდიდესი რუსი პედაგოგი. (1879-1951 წ.წ.). პეტერბურგის სამეფო ბალეტის უმაღლესი განათლებით, სადაც ასწავლიდნენ ივანოვი, ვაზემი, გერდიტი, ლეგატი და სხვები. 1897 წელს ის მიღებულ იქნა მარიის თეატრის კორ დე ბალეტ-ში. 1917 წელს დატოვა სცენა და თავი მიუძღვნა პედაგოგობას. 1921 წელს იგი გახდა ქ. ლენინგრადის საბალეტო სკოლის პედაგოგი (ოფიციალურად პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლა). და დაიწყო ინსტრუქციული სისტემის განვითარება, რაც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ვაგანოვას სისტემა. 1934 წელს სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმს და გამოაქვეყნა თავისი სახელმძღვანელო კლასიკური ცეკვის საფუძველი. ვაგანოვას მეთოდი გახდა მთელი საბჭოთა კავშირის ქორეოგრაფიული სკოლის მთავარი მეთოდი. ამ მეთოდს კვლავ ანვითარებენ ვაგანოვას მიმდევრები.
ვაგანტები -- შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში მოხეტიალე მსახიობები, რომლებიც თხზავდნენ ანტიკლერიკალურ ლექსებს, საჯაროდ კითხულობდნენ მათ და მღეროდნენ. იგივეა, რაც გოლიარდები საფრანგეთში.
ვახტანგ ჭაბუკიანი -- ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, გამოჩენილი ბალეტმაისტერი და პედაგოგი დაიბადა ქ. თბილისში 1910 წლის 27 თებერვალს. 1922 - 23 წლებში სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მარია პერინის საბალეტო სტუდიაში. 1926 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1924 - 41 წლებში იგი იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლენინგრადსა და მოსკოვში ვ. ჭაბუკიანს უწოდებდნენ `ცეკვის ჯადოქარს”. ვ. ჭაბუკიანი ითვლება საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად, რადგან მან განავითარა მამაკაცის როლი ბალეტში და მოუპოვა თავისთავადი მნიშვნელობა. 1973 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს, ხოლო 1950 - 1973 წლებში - თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს.
ვოდევილი -- მსუბუქი ჟანრის ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა, რომელშიც ჩართულია სასიმღერო კუპლეტები და ცეკვა, პიესის ფინალში მოქმედი პირები მღერიან კუპლეტებს.
ვესტიბიული -- თეატრის, სკოლისა და სხვა საზოგადოებრივი შენობის შესასვლელ კართან დიდი დერეფანი, ოთახი.