ოდეონი -- მრგვალი შენობა ძველ საბერძნეთში, სადაც იმართებოდა მუსიკალური წარმოდგენები; კონცერტის, ცეკვის და სხვა გასართობისათვის განკუთვნილი შენობა.
ოვაცია -- სპექტაკლის, კონცერტის, სიმღერის, მოსმენილი სიტყვისა და სხვა ასეთთა მოწონება ხანგრძლივი ტაშითა და შეძახილებით.
ოპერა -- ხელოვნების დარგი, რომელშიც გაერთიანებულია ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა, დრამატურგია და სახვითი ხელოვნება; იყენებს ქორეოგრაფიასაც. ოპერაში მსახიობი მღერის, არსებობს ოპერა - ბალეტი, ოპერა – ბუფი, ოპერა - ტრაგედია, ოპერა - ლეგენდა, საბავშვო ოპერა და სხვა.
ორკესტრი -- სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დამკვრელთა დასი.