ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ნინო ანანიაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე
სასწავლებლის დირექტორი

ახალი ამბები

16-22 მარტი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს! კლასიკურ ვარიაციებში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა- ნიკოლოზ ფოცხიშვილმა,მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი -მარი ყულიჯანიშვილმა, გრან-პრი -საუკეთესო მოცეკვავე გოგო - მარი ყულიჯანიშვილმა, თანამედროვე ცეკვაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა მარი ყულიჯანიშვილმა და მაშო ჯოჯუამ! ასევე ჯგუფურ ცეკვაში განაგანა:ა.დათუნაშვილი, ს.იარაჯული,მ.გულიტაშვილი, თ.გრიგოლაშვილი- პირველი ადგილი და ოქროს მედალი, ლეზგინკა- ნ. ფოცხიშვილი, მ.მირიანაშვილი პირველი ადგილი და ოქროს მედლი, ორეულები კლასიკურ ვარიაციებში პირველი ადგილი და ოქროს მედალი -ა.გორგიშელი, ს.იზორია,მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი -თ.კაკაშვილი, ნ.სირბილაძე,მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი -ნ.თაბაგარი, ნ.თავდგირიძე. კლასიკურ ვარიაციებში საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ს.იარაჯული ა.დათუნაშვილი,მ. გულიტაშვილი, ნ.თაბაგარი, თ.გრიგოლაშვილი, მ.მირიანაშვილი, ნ.თავდგირიძე , ა.გორგიშელი. ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელს გადაეცა ჯილდო ,,საუკეთესო საბალეტო სკოლა.
ფოტოკადრები

16-22 მარტი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, როგორც კლასიკურ ვარიაციებში ასევე ჯგუფურ და თანამედროვე ცეკვაში! კლასიკურ ვარიაციებში ოქროსა და ვერცხლის მედალი, თანამედროვე ცეკვაში ორი ოქროს მედალი, ჯგუფურ ცეკვაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები! გრან-პრი საუკეთესო მოცეკვავე გოგო!ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელს გადაეცა ჯილდო ,,საუკეთესო საბალეტო სკოლა." მადლობა პედაგოგებს ქეთი მოწონელიძეს, ლარისა ჩხიკვიშვილს, ნინა დიდებულიძეს, ვიქტორია კუზნეცოვას! განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის
ფოტოკადრები

16-22 მარტი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლე, კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე 12 წლის მარი ყულიჯანიშვილი, რომელმაც იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ასახელა ჩვენი სასწავლებელი, როგორც კლასიკურ ვარიაციებში ასევე თანამედროვე ცეკვაში! გრან-პრი! კონკურსის საუკეთესო ბალერინის წოდება,პირველი ადგილი და ოქროს მედალი თანამედროვე ცეკვაში ! ქორეოგრაფი და რეპეტიტორი თანამედროვე ცეკვაში ლორან ზაჩარი. ვულოცავთ მარის ამ დიდ წარმატებას!
ფოტოკადრები

16-22 მარტი 2023 წელი
განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ კონკურსში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების ( იტალია, ტაივანი, პერუ, ავსტრალია, სლოვენია, საბერძნეთი, პორტუგალია, უნგრეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ესპანეთი, ჰონდურასი, რუმინეთი, მალაიზია, იაპონია, ლიტვა, საქართველო, აშშ, პოლონეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, კვიპროსი, ჩეხეთი და სხვა) საბალეტო სასწავლებლებს შორის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელმა მოიპოვა საუკეთესო საბალეტო სკოლის ტიტული და გადაეცა ჯილდო ,,საუკეთესო საბალეტო სკოლა."მადლობა პედაგოგებს ქეთი მოწონელიძეს,ლარისა ჩხიკვიშვილს და ნინა დიდებულიძეს,ვიქტორია კუზნეცოვას! განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის!!!
ფოტოკადრები

16, 17, 18, 19 მარტი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პიოტრ ჩაიკოვსკი — "გედების ტბა" ბალეტი ორ მოქმედებათ.
მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის სწავლების მე- VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

27 თებერვალი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 113 წლისთავთან დაკავშირებით, სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ მთაწმინდის პანთეონს და პატივი მიაგეს დიდი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ხსოვნას.
ფოტოკადრები

27 თებერვალი 2023 წელი
ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. ვ. ჭაბუკიანის დაბადების 113 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება "საუკუნის დებიუტი".
მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის სწავლების მე- 7 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

24, 25, 26, 28 თებერვალი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ბალეტი "დონ კიხოტი"
მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის სწავლების მე- 2, 3, 6, 7, 8 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

15 თებერვალი 2023 წელი
შემეცნებითი ღონისძიება:
სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგი ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც გაეცნენ წიგნების უძველეს ნიმუშებს, დაათვალიერეს ვახტანგ VI -ის მიერ დაარსებულ სტამბაში გამოცემული სახარება და ვეფხისტყაოსანი ,აგრეთვე ყველა ენაზე ნათარგმნი და გამოცემული ვეფხისტყაოსნის ნიმუშები. მოინახულეს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გამოცემული პუბლიკაციები და მისი პირადი ბიბლიოთეკა, გარდა ამისა ფრანგული და გერმანული მედიათეკები.
მონაწილეობდნენ: სწავლების მე-VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

10 თებერვალი 2023 წელი
სასწავლებელში ჩატარდა მასტერკლასი თანამედროვე და სახასიათო ცეკვების მიმართულებით — "კლასიკური ცეკვის ელემენტები თანამედროვე ცეკვაში".
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-VI, VII კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

20, 21, 22, 24, 25, 26, 27, 28, 29 იანვარი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ბალეტი "მაკნატუნა"
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-VII, VIII კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

10,11,12,13,14,15 იანვარი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ბალეტი "პინოკიო"
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-II, III, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

14 იანვარი 2023 წელი
ტელე - იმედის ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალი! ოთო და ვანესა! აგრეთვე ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები! საუკეთესო ნომერი და საუკეთესო შესრულება!
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-12 კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები   ვიდეო

31 დეკემბერი 2022 წელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი საახალწლო გადაცემა "ამ შაბათ კვირას".
მონაწილეობენ სასწავლებლის სწავლების 1 წლის და მოსამზადებელი ჯგუფის 1 და 2 კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები   ვიდეო

20 დეკემბერი 2022 წელი
ღია გაკვეთილი კლასიკურ და ქართულ ცეკვაში.
მონაწილეობდნენ მოსამზადებელი ჯგუფის III, IV კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

19 დეკემბერი 2022 წელი
სასწავლებლის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი კლასიკურ და ქართულ ცეკვაში.
მონაწილეობდნენ მოსამზადებელი ჯგუფის I, II კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

17 დეკემბერი 2022 წელი
სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მოწვევით პორტუგალიელმა ბალეტის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა პედრო კარნეირომ კიდევ ერთხელ ჩაატარა მასტერკლასები კლასიკურ და წყვილთა ცეკვებში. მასტერკლასს ესწრებოდნენ ბალეტის მოყვარულთა საზოგადოების წევრები, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის პედაგოგები, კონცერტმაისტერები და სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

16 დეკემბერი 2022 წელი
შეხვედრა თანამედროვე ცეკვის მკვლევართან და დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ხათუნა მზარელუასთან, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა სასწავლებლის მოსწავლეებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი "კაფე მიულერში" (წერილები ხელოვნებაზე).
მონაწილეობდნენ სწავლების მე-VI წლის მოსწავლეები და სასწავლებლის პედაგოგები.
ფოტოკადრები

14 დეკემბერი 2022 წელი
სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მოწვევით პორტუგალიელმა ბალეტის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა პედრო კარნეირომ, 1-14 დეკემბერს ჩაატარა მასტერკლასები კლასიკურ და წყვილთა ცეკვებში.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის პედაგოგები, კონცერტმაისტერები და სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

9 დეკემბერი 2022 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია - სემინარი, თემაზე — წერილები ხელოვნებაზე.
მმონაწილეობდნენ სწავლების III წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

1 დეკემბერი 2022 წელი
ბალეტმაისტერის ასისტენტის ტატიანა რასტორგუევას ხელმძღვანელობით, ოპერისა და ბალეტის თეატრში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მიმდინარეობდა რეპეტიციები საბალეტო სპექტაკლისათვის - "ჩხიკვთა ქორწილი" (ვაჟა - ფშაველას ნაწარმოების - მიხედვით) , რომელიც დადგა ქორეოგრაფმა ალექსეი ფადეეჩევმა.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი, პედაგოგები და 150 - მდე მოსწავლე.
ფოტოკადრები

21 ნოემბერი 2022 წელი
სასწავლებლის პედაგოგმა ჩაატარა მასტერკლასი მსახიობის ოსტატობაში.
თემა - მსახიობის ოსტატობის ელემენტები ბალეტში.
მონაწილეობდნენ სწავლების VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

15 ნოემბერი 2022 წელი
მასტერკლასი ქართულ ცეკვაში.
მონაწილეობდნენ სწავლების II წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

9 ნოემბერი 2022 წელი
სასწავლებლის პედაგოგის მიერ ჩატარდა მასტერკლასი სახასიათო ცეკვაში დამწყები პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.
მონაწილეობდნენ სწავლების V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

4, 5, 6 ნოემბერი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ადოლფ ადანის ბალეტი "ჟიზელი“
სასწავლებლის სწავლების მე- VI, VII და VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

31 ოქტომბერი 2022 წელი
სასწავლებელის პედაგოგის მიერ ჩარტდა ლექცია სემინარი , თემით -ბავშვთა უფლებები და მოვალეობები.
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

19 ოქტომბერი 2022 წელი
სასწავლებლის პედაგოგის მიერ ჩატარდა მასტერკლასი თემით - რითმის როლი დინამიკური ხელოვნების დარგებში.
მონაწილეობდნენ სწავლების II წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები   ვიდეო

11 ოქტომბერი 2022 წელი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით და დაფინანსებით სასწავლებელში მიმდინარეობს ქართული ლიტერატურის ბუმბერაზი კლასიკოსის, პოეტის და მწერლის ვაჟა - ფშაველას ნაწარმოების - "ჩხიკვთა ქორწილის" მიხედვით საბალეტო სპექტაკლის დადგმითი რეპეტიციები. რეპეტიციების დადგმა ხორციელდება ცნობილი ბალეტის მსახიობის და ქორეოგრაფის ალექსეი ფადეეჩევის ხელმძღვანელობით. სასწავლებლის ისტორიაში ეს იქნება ქართული ნაწარმოების მიხედვით საბალეტო სპექტაკლის დადგმის პირველი მცდელობა და კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომლის საშუალებითაც მოხდება ქართული საბალეტო სკოლის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
მონაწილეობდნენ სწავლების III, IV, V, VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19
Intro
ახალი ამბები
საბალეტო ლექსიკონი
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"

 
სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
თავგადასავალი საქართველოში

 
ინფორმაცია
სასწავლებლის 19 წლის
გაწეული მუშაობის ანგარიში
MoTuWeThFrSaSu
კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail: ballet_zuka@yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia