Face, en (en face) -- / ან ფას / მოძრაობა ან პოზა, რომელიც მიმართულია სახით მაყურებლისკენ.
Finale -- / ფინალ / კლასიკური ბალეტის ბოლო მონაკვეთი.
Flic-flac -- / ფლიკ-ფლაკ / (ფრ. გაწნა-გამოწნა) ეს არის დამაკავშირებელი მოძრაობა, რომელიც ანვითარებს სისწრაფეს და სწრაფად შემოტრიალების უნარს. Flic-flac სრულდება en face და ენ ტოურნანტ. en tournant. en dedans, en dehors. Flic-ი ყოველთვის კეთდება მთლიან ტერფზე, ხოლო flac- ი კი ნახევარტერფზე.
Fouette -- / ფუეტე / (ფრ. გაწნა. მათრახის დარტყმა). კლასიკურ ცეკვაში არსებობს Fouette – ს მრავალი ფორმა: 1) grand fouette efface en face; 2) grand fouette en tournant; 3) grand fouette en tournant a la segonde; 4) grand fouette saute en face; 5) იტალიური fouette; 6) კლასიკურ pas de deux – ში ვირტუოზულად შესრულებული ცნობილი 32 fouette.. (ცალ ფეხზე შესრულებული ტრიალი 360 გრადუსით)
ფესტივალი -- თეატრის, მუსიკის, კინოსა და ხელოვნების სხვა დარგის მიღწევათა საზეიმო ვითარებაში დათვალიერება, ეწყობა პერიოდულად.
ფოიე -- თეატრის დარბაზი, სადაც მაყურებელი იმყოფება სპექტაკლის დაწყების წინ და ანტრაქტებში.
ფიასკო -- სპექტაკლის ჩავარდნა, მარცხის განცდა.
ფილარმონია -- საზოგადოება ან დაწესებულება, რომელიც აწყობს და ატარებს კონცერტებს, შენობა, რომელშიც ღონისძიებები ტარდება.
ფინალი -- ნაწილებისაგან შემდგარი სპექტაკლის ან მუსიკალური ნაწარმოების: ოპერის, ოპერეტის, ბალეტის ბოლო სცენა.
ფოკინი მიხეილი -- დაიბადა 1880 წლის 26 აპრილს ქალაქ პეტერბურგში. 9 წლის ასაკში მიღებულ იქნა პეტერბურგის თეატრალურ სასწავლებელში. 1898 წ. მარიის თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიუტი ბალეტში `პახიტა”. 1902 წელს მუშაობდა ბალეტის სკოლაში პედაგოგად. ამ დროს მის მიერ შეიქმნა `აცის და გალათეა” (1905) და ცნობილი მისი ნომერი `მომაკვდავი გედი” (1907) – სოლო ანა პავლოვასთვის.
მომდევნო წლებში მან მოიხვეჭა მსოფლიო აღიარება კომპოზიციით ` სილფიდა” (1909წ.) და `ფასკუნჯი~ (1910წ.). მისი კარიერის გამოსხივებად ითვლება ბალეტები `პეტრუშკა” (1911); ` დაფნისი და გლორია ” (1912).
ფოკინმა დააარსა დამოკიდებელი ჟანრი უსიუჟეტო ბალეტისა ისეთი საშუალებებით, როგორც კლასიკური ცეკვა (`შოპენიანა”), აგრეთვე სახასიათო (`არაგონული ხოტა”). ფოკინის მიერ დადგმული ბალეტებიდან ძალიან ბევრი დღემდე შედიან მსოფლიოს წამყვანი თეატრების რეპერტუარში.
ფოქსტროტი -- ქალ-ვაჟის სწრაფტემპიანი ევროპული ცეკვა.
ფურორი -- ნანახით, მოსმენილით გამოწვეული საჯარო წარმატება, აღფრთოვანება.