ჟანრი -- ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების სიუჟეტურ-სტრუქტურული ერთიანობა, სახე (მაგალითად დრამატული ჟანრი, ლირიკული ჟანრი).
ჟესტი -- სხეულის რომელიმე ნაწილის მიერ სხვადასხვა ხასიათის გამომხატველი მოძრაობა.
ჯავრიშვილი დავითი -- გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და ბალეტმეისტერი დაიბადა 1894 წელს ს. ერთაწმინდაში. 1926-31 წწ. ხელმძღვანელობდა ქ. ბათუმის ქორეოგრაფიულ სტუდიას. 1934-51 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიას (შემდგომში სკოლას). 1933-53 წწ. იგი იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი, სადაც დგავდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: `აბესალომ და ეთერი”, `დაისი”, `ლატავრა” და სხვა.