ახალი ამბები
                    
19-20 მაისი 2025 წელი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში გაიმართა სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო 
					 ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელის გამოსაშვები საღამო, სამ მოქმედებად:
					 პირველი მოქმედება წარმოდგენილი იყო საკონცერტო პროგრამის სახით; 
მეორე მოქმედებაზე შესრულდა - ნაწყვეტი ი. ბაიერის ბალეტიდან „თოჯინების ფერია“ სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით; 
მესამე მოქმედებაზე შესრულდა - ლ. მინკუსის „პახიტა’’ სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. 
გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე 
					მონაწილეობდნენ: სასწავლებლის მოსამზადებელი ჯგუფის - I, II, III და IV კლასის მოსწავლეები
 და სწავლების -I, II, III , IV, V, VI, VII, VIII წლის მოსწავლეები