15, 16 ივლისი 2023 წელი
	WORLD  BALLET  GRAND  PRIX  NORWAY  2023  
	საერთაშორისო საბალეტო კონკურსი და ონლაინ დაჯილდოვება.
	 	ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა,   მსოფლიო ბალეტის გრანპრი WBGP ნორვეგია 2023 - ის   საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს! 
		
		- კლასიკურ ვარიაციაში  და თანამედროვე ცეკვაში    პირველი  ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა - მარი ყულიჯანიშვილმა.                                       
 - კლასიკურ ვარიაციაში პირველი  ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა - ნანა თაბაგარმა 
 - კლასიკურ ვარიაციაში პირველი  ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა - ნინა თავდგირიძემ
 - კლასიკურ ვარიაციაში პირველი  ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა - ანა დათუნაშვილმა
 - კლასიკურ ვარიაციაში მეორე  ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა - სალომე   იარაჯულმა 
 - კლასიკურ ვარიაციაში მეორე  ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა - ნინო საგინაძემ        
 - კლასიკურ ვარიაციაში მეორე  ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა - დავით ნაკაშიძემ
 - კლასიკურ ვარიაციაში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა - აკაკი ჯავახიშვილმა
 - პირველი ადგილი  და ოქროს  მედალი  ჯგუფურ ცეკვაში ,, განდაგანა“ დაიმსახურეს:   ა.დათუნაშვილმა,     ს.იარაჯულმა, მ.გულიტაშვილმა, თ.გრიგოლაშვილმა.
 
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის
ფოტოკადრები				  
				  
	3 -  9 ივლისი  2023 წელი
	იტალია ქალაქი მესაგნე, საერთაშორისო საბალეტო კონკურსი  "იტალიის ტალანტები."
	 	ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიაში ქალაქი მესაგნეში, საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე, "იტალიის ტალანტები"  წარმატებით იასპარეზეს!
		
		- კლასიკურ ვარიაციაში  მესამე   ადგილი და ბრინჯაოს მედალი, აგრეთვე თანამედროვე ცეკვაში პირველი ადგილი   და    ოქროს  მედალი  დაიმსახურა  - მარი ყულიჯანიშვილმა.
		
 - თანამედროვე  ცეკვაში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა - მეგი გელაშვილმა
		
 - მეორე ადგილი  და ვერცხლის   მედალი  ჯგუფურ ცეკვაში "რლეკინადა" დაიმსახურეს -     ვიქტორია  ჯიქიამ,   ელენე მჭედლიძემ და მარიამ თოდუამ.
		
 - მესამე ადგილი  და ბრინჯაოს   მედალი  ჯგუფურ ცეკვაში "ლაზური" დაიმსახურეს - თამარ   უსუფაშვილმა, თეკლა რუსიშვილმა, თეა გადაბაძემ.
		
 
ფოტოკადრები			  
				  
	1 ივლისი 2023 წელი
	თბილისის ბალეტის ფესტივალის პროგრამის ფარგლებში "ფილადელფია ბალეტის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანხელ კორელა და ცნობილი ქართველი ბალერინა ელენე გლურჯიძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების
	სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
	 	ანხელ კორელა და "ფილადელფია ბალეტის" სოლისტები თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტი აშშ საელჩოს მხარდაშერით განხორციელდა.
ფოტოკადრები				  
				  
	30 ივნისი 2023 წელი
	ცეკვის დღესასწაული, დიდი ზეიმი - თბილისის ბალეტის ფესტივალის მეორე დღე!
	"დონ კიხოტში" მთავარი პარტიები იცეკვეს წამყვანმა სოლისტმა ნინო სამადაშვილმა და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტმა გიორგი ფოცხიშვილმა. სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სასწავლებლის მოსწავლეებმაც!
ფოტოკადრები				  
				  
28 ივნისი 2023 წელი
	თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის, ფესტივალის გახსნა! სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები!
ფოტოკადრები				  
	
17 ივნისი 2023 წელი
	ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. ბალეტის მოყვარულთა საზოგადოებამ სასწავლებლის მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით და სტიპენდიებით.
ფოტოკადრები			
				  
	14 ივნისი 2023 წელი
	საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა!
	სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წიგნის წარდგენაზე "ჩინეთის ისტორია"
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების VI, VII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები				  
				  
	3 ივნისი 2023 წელი
	ლისი ივენთ ჰოლი!
	ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები wedding fair ჟურნალის პრეზენტაციაზე!
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების III, IV, VII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
29 მაისი 2023 წელი
	The Biltmore Hotel Tbilisi! theglossymag! სასწავლებლის მოსწავლეებმა ჟურნალ Glossyის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა!
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების III და IV წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები					  
				  
20, 21  მაისი  2023 წელი 
	 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ვახტანგ  ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელის გამოსაშვები საღამო ორ მოქმედებად საკონცერტო პროგრამა და პრემიერა "ჩხიკვთა ქორწილი." 
მუსიკა: ზურაბ ნადარეიშვილი
დამდგმელი ქორეოგრაფი: ალექსეი ფადეეჩევი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: ქეთი მოწონელიძე, ტატიანა როსტარგუევა
მხატვარი: ანა მგალობლიშვილი
სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი
სპექტაკლი გაიმართა საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით
მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის მოსამზადებელი ჯგუფის - I, II, III და IV კლასის მოსწავლეები
და სწავლების -I, II, III , IV, V, VI, VII, VIII წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები   ვიდეო				  
				  
4-10  მაისი  2023 წელი 
	 ალექსი მაჭავარიანის  სახელობის  საიუბილეო  ფესტივალი.
სასწავლებლის პედაგოგმა მანანა მესხმა  მონაწილეობა მიიღო   ალექსი მაჭავარიანის  სახელობის  საიუბილეო  ფესტივალის სამეცნიერო კონფერენციაში და დაჯილდოვდა  აქტიური და წარმატებული 
მონაწილეობისათვის, აგრეთვე  დაჯილდოვდა სსიპ  ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო   სასწავლებელი  აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის. 	 
ფოტოკადრები						  
				  
9 მაისი 2023 წელი
	 თბილისის   დიდი   საკონცერტო დარბაზი  (ფილარმონია). ვაჟა  დურგლიშვილის  საიუბილეო საღამო.
 
მონაწილეობდნენ  სწავლების  VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები				  
				  
26 აპრილი 2023 წელი
	სასწავლებელში   ჩატარდება   კულტურული ღონისძიება -  "ბალეტი მხატვრობაში", სადაც მონაწილეობდნენ  სამხატვრო სკოლის და  სასწავლებლის მოსწავლეები.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები					  
	
19 აპრილი 2023 წელი
	სასწავლებელში  ჩატარდა მასტერკლასი   სუნთქვასა და გაწელვაში.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების I და II წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები	
				  
	10 აპრილი 2023 წელი
	სასწავლებელში  ჩატარდა მასტერკლასი   თანამედროვე ცეკვაში.
მონაწილეობდნენ    მოსამზადებელი ჯგუფის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	7 აპრილი 2023 წელი
	სასწავლებელში  ჩატარდა  საჩვენებელი გაკვეთილი  წყვილთა ცეკვაში.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-8 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები				  
				  
	1 აპრილი 2023 წელი
	შერატონ მეტეხი პალასი.
საქართველოს ამერიკელი მეგობრები, საგაზაფხულო საქველმოქმედო გალა, აუქციონი.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-8 წლის მოსწავლეები და მოსამზადებელი ჯგუფების 1 და მე-4 კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	27  მარტი 2023 წელი
	ვახტაგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,
	ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამართულ თანამედროვე ცეკვის მკვლევრის, ხათუნა მზარელუას საჯარო ლექციაზე.
ლექციის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟის ბალეტი - "ფრესკა". საღამოს პირველ ნაწილში - ოდა ფრანგულ ბალეტს,
 თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა ისაუბრა სამი ისტორიული ბალეტის შესახებ: „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018). 
 მეორე ნაწილი კი დაუთმო ქორეოგრაფ ანჟელენ პრელჟოკაჟს. ხათუნა მზარელუამ წარმოადგინა ასევე თავისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“, რომელიც გამოიცა საქართველოს კულტურის,
 სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთავარი ფინანსური მხარდაჭერით".
ფოტო: ლიზა ოსეფაიშვილი-ნემცოვა
ფოტოკადრები			  
				  
	24  მარტი 2023 წელი
	ბალეტის მოყვარულთა  საზოგადოების წარმომადგენლები  დაესწრნენ     კლასიკური ცეკვის  გაკვეთილს.
	მონაწილეობდნენ:
	მოსამზადებელი ჯგუფის  მე-IV კლასის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები		
				  
	16-22  მარტი 2023 წელი
	ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო  კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს!
	კლასიკურ ვარიაციებში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა- ნიკოლოზ ფოცხიშვილმა,მეორე ადგილი და ვერცხლის  მედალი -მარი ყულიჯანიშვილმა, გრან-პრი -საუკეთესო მოცეკვავე გოგო - მარი ყულიჯანიშვილმა, 
	თანამედროვე ცეკვაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა მარი ყულიჯანიშვილმა და მაშო ჯოჯუამ! ასევე ჯგუფურ ცეკვაში განაგანა:ა.დათუნაშვილი, ს.იარაჯული,მ.გულიტაშვილი, თ.გრიგოლაშვილი-  პირველი ადგილი
	და ოქროს მედალი, ლეზგინკა- ნ. ფოცხიშვილი, მ.მირიანაშვილი  პირველი ადგილი და ოქროს მედლი, ორეულები კლასიკურ ვარიაციებში პირველი ადგილი და ოქროს მედალი -ა.გორგიშელი, ს.იზორია,მეორე ადგილი
	და ვერცხლის მედალი -თ.კაკაშვილი, ნ.სირბილაძე,მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი -ნ.თაბაგარი, ნ.თავდგირიძე. კლასიკურ  ვარიაციებში საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ს.იარაჯული
 ა.დათუნაშვილი,მ. გულიტაშვილი, ნ.თაბაგარი, თ.გრიგოლაშვილი, მ.მირიანაშვილი, ნ.თავდგირიძე , ა.გორგიშელი. ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელს გადაეცა ჯილდო ,,საუკეთესო საბალეტო სკოლა.
ფოტოკადრები			  
				  
	16-22  მარტი 2023 წელი
	ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო
	კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, როგორც კლასიკურ ვარიაციებში ასევე ჯგუფურ და თანამედროვე ცეკვაში! კლასიკურ ვარიაციებში ოქროსა და ვერცხლის მედალი,
	თანამედროვე ცეკვაში ორი ოქროს მედალი, ჯგუფურ ცეკვაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები! გრან-პრი საუკეთესო მოცეკვავე გოგო!ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელს გადაეცა ჯილდო
	,,საუკეთესო საბალეტო სკოლა."    მადლობა  პედაგოგებს ქეთი მოწონელიძეს, ლარისა ჩხიკვიშვილს, ნინა დიდებულიძეს, ვიქტორია კუზნეცოვას! განსაკუთრებული მადლობა
	ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის
ფოტოკადრები			  
				  
	16-22  მარტი 2023 წელი
	ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლე, კონკურსის  ყველაზე პატარა მონაწილე 12 წლის მარი ყულიჯანიშვილი,
	რომელმაც იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო  კონკურსზე ასახელა ჩვენი სასწავლებელი, როგორც კლასიკურ ვარიაციებში ასევე თანამედროვე ცეკვაში!
	გრან-პრი! კონკურსის  საუკეთესო ბალერინის წოდება,პირველი ადგილი და ოქროს მედალი თანამედროვე ცეკვაში !  ქორეოგრაფი და რეპეტიტორი თანამედროვე ცეკვაში ლორან ზაჩარი. ვულოცავთ მარის ამ დიდ წარმატებას!
ფოტოკადრები			  
				  
	16-22  მარტი 2023 წელი
	განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ კონკურსში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების ( იტალია, ტაივანი, პერუ, ავსტრალია, სლოვენია, საბერძნეთი, პორტუგალია, უნგრეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ესპანეთი, ჰონდურასი, რუმინეთი, მალაიზია, იაპონია, ლიტვა, საქართველო, აშშ, პოლონეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, კვიპროსი, ჩეხეთი და სხვა) საბალეტო სასწავლებლებს შორის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელმა მოიპოვა საუკეთესო საბალეტო სკოლის ტიტული და გადაეცა ჯილდო ,,საუკეთესო საბალეტო სკოლა."მადლობა პედაგოგებს 
ქეთი მოწონელიძეს,ლარისა ჩხიკვიშვილს და ნინა დიდებულიძეს,ვიქტორია კუზნეცოვას! განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის!!!
ფოტოკადრები			  
				  
	16, 17, 18, 19  მარტი 2023 წელი
	თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
	პიოტრ ჩაიკოვსკი  —  "გედების ტბა"  ბალეტი ორ მოქმედებათ.
	მონაწილეობდნენ:
	სასწავლებლის სწავლების მე- VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	27 თებერვალი 2023 წელი
	ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 113 წლისთავთან დაკავშირებით, სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ მთაწმინდის პანთეონს და პატივი მიაგეს დიდი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ხსოვნას.
ფოტოკადრები				  
				  
	27 თებერვალი 2023 წელი
	ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. ვ. ჭაბუკიანის დაბადების 113 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება "საუკუნის დებიუტი".
	მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის სწავლების  მე- 7 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები				  
				  
	24, 25, 26, 28 თებერვალი 2023 წელი
	თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ბალეტი "დონ კიხოტი"
მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის სწავლების  მე- 2, 3,  6, 7, 8 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	15 თებერვალი 2023 წელი
	შემეცნებითი   ღონისძიება:
  სასწავლებლის მოსწავლეები  და პედაგოგი  ეწვივნენ  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც გაეცნენ  წიგნების  უძველეს ნიმუშებს,  დაათვალიერეს    ვახტანგ  VI  -ის მიერ  დაარსებულ სტამბაში გამოცემული     
სახარება და  ვეფხისტყაოსანი ,აგრეთვე   ყველა ენაზე  ნათარგმნი და გამოცემული ვეფხისტყაოსნის ნიმუშები. მოინახულეს  ილია  ჭავჭავაძის თაოსნობით  გამოცემული
  პუბლიკაციები და მისი პირადი ბიბლიოთეკა, გარდა ამისა ფრანგული და გერმანული მედიათეკები.
  მონაწილეობდნენ: სწავლების  მე-VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები				  
				  
	10 თებერვალი 2023 წელი
  სასწავლებელში  ჩატარდა  მასტერკლასი თანამედროვე და სახასიათო ცეკვების მიმართულებით — "კლასიკური ცეკვის ელემენტები  თანამედროვე  ცეკვაში".
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-VI, VII კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	20, 21, 22, 24, 25, 26, 27, 28, 29  იანვარი 2023 წელი
  თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
  ბალეტი "მაკნატუნა"
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-VII, VIII კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	10,11,12,13,14,15 იანვარი 2023 წელი
  თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
  ბალეტი "პინოკიო"
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-II, III, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	14 იანვარი 2023 წელი
 ტელე - იმედის ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალი! ოთო და ვანესა! აგრეთვე ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები! საუკეთესო ნომერი და საუკეთესო შესრულება!
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-12 კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები   ვიდეო				  
				  
	31 დეკემბერი 2022 წელი
 საზოგადოებრივი მაუწყებელი საახალწლო გადაცემა "ამ შაბათ კვირას".
მონაწილეობენ სასწავლებლის სწავლების 1 წლის და მოსამზადებელი ჯგუფის 1 და 2 კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები   ვიდეო			  
				  
	20 დეკემბერი 2022 წელი
 ღია გაკვეთილი კლასიკურ და ქართულ ცეკვაში.
მონაწილეობდნენ მოსამზადებელი ჯგუფის III, IV კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	19 დეკემბერი 2022 წელი
 სასწავლებლის პედაგოგებმა ჩაატარეს   ღია  გაკვეთილი  კლასიკურ და ქართულ ცეკვაში.
მონაწილეობდნენ მოსამზადებელი ჯგუფის I, II კლასის მოსწავლეები.
ფოტოკადრები
17 დეკემბერი 2022 წელი
 სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მოწვევით პორტუგალიელმა ბალეტის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა პედრო კარნეირომ კიდევ ერთხელ ჩაატარა მასტერკლასები კლასიკურ და წყვილთა ცეკვებში.
 მასტერკლასს ესწრებოდნენ ბალეტის მოყვარულთა საზოგადოების წევრები, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის პედაგოგები, კონცერტმაისტერები და სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები
16 დეკემბერი 2022 წელი
 შეხვედრა  თანამედროვე ცეკვის მკვლევართან  და დამოუკიდებელ ჟურნალისტთან  ხათუნა  მზარელუასთან, რომელმაც  უსასყიდლოდ გადასცა სასწავლებლის მოსწავლეებს  კულტურის,
 სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი  "კაფე მიულერში" (წერილები ხელოვნებაზე).
მონაწილეობდნენ  სწავლების მე-VI წლის მოსწავლეები და სასწავლებლის პედაგოგები.
ფოტოკადრები					  
				  
	14 დეკემბერი 2022 წელი
 სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მოწვევით  პორტუგალიელმა  ბალეტის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა პედრო კარნეირომ,  1-14 დეკემბერს   ჩაატარა  მასტერკლასები კლასიკურ და წყვილთა ცეკვებში.
 მონაწილეობდნენ სასწავლებლის პედაგოგები, კონცერტმაისტერები და  სწავლების  VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	9 დეკემბერი 2022 წელი
 სასწავლებელში ჩატარდა ლექცია - სემინარი,  თემაზე —  წერილები ხელოვნებაზე.
 მმონაწილეობდნენ სწავლების  III წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
	1 დეკემბერი 2022 წელი
 ბალეტმაისტერის  ასისტენტის ტატიანა რასტორგუევას ხელმძღვანელობით, ოპერისა და ბალეტის  თეატრში 2022  წლის  21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მიმდინარეობდა რეპეტიციები
 საბალეტო სპექტაკლისათვის   -  "ჩხიკვთა ქორწილი" (ვაჟა - ფშაველას ნაწარმოების -  მიხედვით)   , რომელიც  დადგა  ქორეოგრაფმა  ალექსეი ფადეეჩევმა.
 მონაწილეობდნენ  სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი, პედაგოგები და  150 - მდე მოსწავლე.
ფოტოკადრები			  
				  
	21 ნოემბერი 2022 წელი
 სასწავლებლის პედაგოგმა ჩაატარა მასტერკლასი მსახიობის ოსტატობაში.
 
თემა - მსახიობის ოსტატობის  ელემენტები  ბალეტში.
 მონაწილეობდნენ  სწავლების VI წლის  მოსწავლეები.
ფოტოკადრები			  
				  
				  15 ნოემბერი 2022 წელი
 მასტერკლასი   ქართულ ცეკვაში.
 მონაწილეობდნენ  სწავლების II წლის  მოსწავლეები.
ფოტოკადრები
				  
				  9 ნოემბერი 2022 წელი
 სასწავლებლის პედაგოგის    მიერ  ჩატარდა   მასტერკლასი  სახასიათო ცეკვაში  დამწყები პედაგოგებისა  და მოსწავლეებისათვის.
 მონაწილეობდნენ  სწავლების V წლის  მოსწავლეები.
ფოტოკადრები
4, 5, 6 ნოემბერი 2022 წელი
 თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
 ადოლფ ადანის  ბალეტი "ჟიზელი“
 სასწავლებლის სწავლების მე- VI, VII და VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები
				  
	31 ოქტომბერი 2022 წელი
 სასწავლებელის  პედაგოგის მიერ  ჩარტდა     ლექცია სემინარი , თემით -ბავშვთა უფლებები  და მოვალეობები.
 მონაწილეობდნენ  სწავლების VI, VII წლის  მოსწავლეები.
ფოტოკადრები				  
				  
	19 ოქტომბერი 2022 წელი
 სასწავლებლის პედაგოგის  მიერ  ჩატარდა  მასტერკლასი  თემით -  რითმის   როლი  დინამიკური ხელოვნების დარგებში.
 მონაწილეობდნენ  სწავლების II წლის  მოსწავლეები.
ფოტოკადრები   ვიდეო	
11 ოქტომბერი 2022 წელი
 კულტურის,  სპორტისა  და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით და   დაფინანსებით  სასწავლებელში   მიმდინარეობს
 ქართული  ლიტერატურის   ბუმბერაზი  კლასიკოსის, პოეტის და მწერლის  ვაჟა - ფშაველას ნაწარმოების -  "ჩხიკვთა  ქორწილის" მიხედვით საბალეტო სპექტაკლის  დადგმითი   რეპეტიციები.
 რეპეტიციების დადგმა ხორციელდება   ცნობილი  ბალეტის  მსახიობის  და ქორეოგრაფის  ალექსეი ფადეეჩევის ხელმძღვანელობით. 
 
სასწავლებლის  ისტორიაში  ეს იქნება ქართული ნაწარმოების მიხედვით  საბალეტო სპექტაკლის დადგმის პირველი  მცდელობა  და  კიდევ ერთი წარმატებული  პროექტი,
 რომლის საშუალებითაც   მოხდება   ქართული საბალეტო სკოლის წარმოჩენა და   პოპულარიზაცია.
 მონაწილეობდნენ  სწავლების III, IV, V, VI, VII, VIII წლის  მოსწავლეები.
ფოტოკადრები