ახალი ამბები
13-14 მაისი 2026 წელი
ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა სასწავლებლის მოსწავლეთა გამოსაშვები საღამო, სამ მოქმედებად.
პროგრამაში წარმოდგენილი იყო : საკონცერტო ნომრები, იოჰან შტრაუსი - „მხიარული მეჯლისი" და "კორსარი", Le Jardin AniméL(„გაცოცხლებული ბაღი“).
გამოსაშვები საღამოს საკონცერტო პროგრამაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ტეტიანა ტაიაკინას სახელობის კიევის სახელმწიფო საბალეტო კოლეჯის მოსწავლეებმა. გამოსაშვებ საღამოზე მონაწილეობდა სასწავლებლის 230 მოსწავლე,
რომლებმაც წარმოაჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და უბადლო საშემსრულებლო ხელოვნება, რამაც მაყურებელთა მხრიდან დაიმსახურა დიდი მოწონება და ოვაციები.