ახალი ამბები
27 აპრილი 2026 წელი
ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა თანამედროვე ცეკვის მკვლევრის ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია გამართა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.
ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ცეკვის ნომრები.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე წლის მოსწავლეები.