ახალი ამბები
17 დეკემბერი 2022 წელი
სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მოწვევით პორტუგალიელმა ბალეტის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა პედრო კარნეირომ კიდევ ერთხელ ჩაატარა მასტერკლასები კლასიკურ და წყვილთა ცეკვებში.
მასტერკლასს ესწრებოდნენ ბალეტის მოყვარულთა საზოგადოების წევრები, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის პედაგოგები, კონცერტმაისტერები და სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.