ახალი ამბები
21-24 აპრილი 2016 წელი
თბილისის ვახტან ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ლატვიაში ქალაქ რიგაში „ევენტუსის“ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ქალბატონ ნინო ანანიაშვილის ინიციატივით. სასწავლებლის მოსწავლემ სალომე ლევერაშვილმა დაიმსახურა საუკეთესოთა შორის 1- ადგილი, ოქროს მედალი და გრან-პრი ნომინაციაში კლასიკური ვარიაცია. აგრეთვე თანამედროვე ცეკვაში მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი.
ასევე სასწავლებლის მოსწავლემ თათული თალაკვაძემ დაიმსახურა საუკეთესოთა შორის მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი ნომინაციაში კლასიკური ვარიაცია
მონაწილეობდნენ:
სწავლების VIII კლასის მოსწავლეები.