ახალი ამბები
                    
1 მარტიდან -  10 მარტამდე - 2016 წელი
კომპანია DAS MORPHOLOGISCHE INSTITUT  -ის  მიერ სასწავლებლის პედაგოგი ლელა ჭინჭარაული და სასწავლებლის  მოსწავლეები   მიწვეულნი იყვნენ შვეიცარიაში,  ქალაქ  ციურიხში  პროექტ–“CEISTER,CASTE UND WILDE  TIERE”-ში მონაწილეობის  მისაღებად, სადაც  მოსწავლეებმა გაიარეს მსახიობის ოსტატობის, კლასიკის, მოდერნ- ბალეტის, ბრეიქ-დანსის  მასტერკლასები, აგრეთვე  Tanzhaus  medea campus- ში  მიმდინარეობდა რეპეტიციები მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის რეჟისორ- ქორეოგრაფ სალომე  შნებერის  მიერ , რომლის გადაღებაც იგეგმება საქართველოში 14 მარტიდან 25 მარტის  ჩათვლით. ფილმი  მზადდება  თანამედროვე ქორეოგრაფიის ფესტივალისათვის და ფილმის  შინაარსი აგებული იქნება  ქართულ კულტურაზე.