ახალი ამბები
19 ნოემბერი 2021 წელი
ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის აღდგენილი პროგრამის წარმოდგენის წინ, გაიმართა შეხვედრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების
სასწავლებლის უფროსკურსელებთან და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებთან. ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედების შესახებ მათ ესაუბრნენ ნინო ანანიაშვილი,
საბალეტო დასის წამყვანი სოლისტები ნინო სამადაშვილი და ეკატერინე სურმავა. ბალანჩინის ფონდის ბალეტმაისტერმა ბენ ჰაისმა შეკითხვებზე
პასუხები ვიდეო მიმართვის ფორმით გამოგზავნა, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.