ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ახალი ამბები

ახალი ამბები

15 აპრილი 2015 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართველი მოცეკვავეების საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე მოპოვებულ გამარჯვებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი გაუძღვნენ.
დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, იტალიის ქალაქ ბარიში 25-29 მარტს გაიმართა, სადაც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ. სოლისტებმა ეკატერინე სურმავამ და ფილიპ ფედულოვმა ორი პირველი პრემია მიიღეს შემდეგ კატეგორიებში - კლასიკური პა დე დე და თანამედროვე დუეტი. სოლო გამოსვლების ნომინაციაში მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებმა ნინო ხახუტაშვილმა და სალომე ლევერაშვილმა. ჯგუფურ ნომინაციაში კი სასწავლებლის მოსწავლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე მოწვევა მიიღეს იაპონიაში გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლებმა იტალიის შემდეგ რუმინეთში გადაინაცვლეს და ქალაქ ტიმიშუარაში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფ ვალენტინ ბარტესის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ამაო სიფრთხილე“, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. გამარჯვებული მოცეკვავეები საქართველოში 10 აპრილს დაბრუნდნენ. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე ისინი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით გაემგზავრნენ.
 
ფოტოკადრები
   

Intro
ახალი ამბები
საბალეტო ლექსიკონი
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"

 
სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
თავგადასავალი საქართველოში

 
ინფორმაცია
სასწავლებლის 20 წლის
გაწეული მუშაობის ანგარიში
MoTuWeThFrSaSu
კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail:balletschoolge@gmail.com
ballet_zuka@yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia