ახალი ამბები
4 თებერვალი 2015 წელი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელს ეწვია. მიხეილ გიორგაძე სასწავლებლის დირექტორს ზვიად ბაქრაძეს, სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პედაგოგ-სპეციალისტებსა და სასწავლებლის აღსაზრდელებს შეხვდა.