ახალი ამბები
30 დეკემბერი 2020 წელი
ახალი კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შეცვალა მთელი სამყარო, ის გვიწესებს ქცევის ახალ ნორმებს,რაც ყველა სფეროს შეეხო და გამონაკლისი არც ხელოვნება დარჩა. ჩვენც ვცდილობთ არსებულ რეალობასთან მოვახდინოთ ისეთი ფაქიზი ხელოვნების ადაპტირება როგორიცაა ბალეტი, ჩვენს სასწავლებელს ყოველთვის ეკისრებოდა მნიშვნელოვანი როლი : ის იყო და მუდამ იქნება მომავალი„ ბალეტის მსახიობების“ სამჭედლო. დღევანდელმა რეალობამ კი უფრო მნიშვნელოვანი მისია დაგვაკისრა, რადგან მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში უნდა ვაზიაროთ ისეთ ნატიფ ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ რუტინულ შრომას სპეციალურად მოწყობილი დარბაზების ნაცვლად ახლა უკვე სახლის პირობებში, თანაც ისე, რომ მოხდეს იმ მუხტის შენარჩუნება, რაც აუცილებელია მათი შემდგომი განვითარებისათვის, რისთვისაც დაუღალავად შრომობს სასწავლებლის მთელი კოლექტივი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე 2020- 2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ისე დასრულდა ,რომ მოსწავლეებს კვლავ არ მიეცათ შესაძლებლობა სცენაზე გამოეტანათ და ეჩვენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. ამ უჩვეულო გარემოში გვინდა მივულოცოთ სასწავლებლის ყველა თანამშრომელს, მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს დამდეგი შობა -ახალი წელი, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, იღბალი, წარმატება, ბედნიერება,იმედიანი და ნათელი მომავალი.