ახალი ამბები
27 თებერვალი 2024 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის დამსახურება ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უდიდესია!
რეფორმატორი, რომელმაც საბალეტო ხელოვნებაში მამაკაცის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა და გმირული სახე მიანიჭა.
როგორც მოცეკვევამ, ბალეტმაისტერმა და პედაგოგმა მან დააკავშირა ერთმანეთთან საბალეტო კლასიკა და ქართული ხალხური ცეკვა, რითაც ეროვნული კლასიკური ბალეტის სკოლა შექმნა.
ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებით ცხოვრებასა და ღვაწლზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი...
დღეს, 27 თებერვალს, აღვნიშნავთ ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, რომლის უკვდავ სახელსაც თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ამაყად ატარებს!