ახალი ამბები
14-30 აპრილი 2015 წელი
თბილისის ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელში გაიმართა მასტერ-კლასი სახასიათო ცეკვაში, ჰოლანდიელი პედაგოგისა და ბალეტმაისტერის ტომ ბოსმას მიერ. ჰოლანდიელი ბალეტმაისტერი თბილისში 13 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა, მან განახორციელა საკონცერტო ნომრის დადგმა სასწავლებლის მოსწავლეებისათვის, რომელიც წარმოდგენილი იყო გამოსაშვებ საღამოზე.
მონაწილეობდნენ:
სასწავლებლის სწავლების მე- IV, V, VI წლის მოსწავლეები.