ახალი ამბები
21 მარტი 2025 წელი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასწავლებელს სტუმრობდნენ ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების თავჯდომარე -
ქალბატონი ორსოლია საროსი და ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm -ის დამფუძნებელი - ქალბატონი მაკა ჩხაიძე.
პლატფორმა აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის და ტიპური განვითარების მქონე ხელოვანების დარგებს, რომლებიც ერთად ქმნიან თანამედროვე ცეკვის სპექტაკლებს და ამით ზრუნავენ საქართველოში ინკლუზიური თანამედროვე ცეკვისა და თეატრის განვითარებაზე.
შეხვედრაზე მოეწყო დოკუმენტური ფილმის "In C - თბილისი" ჩვენება, რომელიც ასახავს InForm-ის მიერ შექმნილი ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლზე მუშაობას,
ხოლო ჩვენების შემდეგ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა ლექცია-დისკუსია ინკლუზიური ხელოვნების მნიშვნელობაზე და მისი განვითარების შესაძლებლობებზე.