ახალი ამბები
1-9 ივლისი 2024 წელი
იტალიის ქალაქ მესაგნეში,1-9 ივლისს მიმდინარე საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე "იტალიის ტალანტები" წარმატებით იასპარეზეს:
1. კლასიკურ ვარიაციაში ,,პიციკატო“ ორეული- პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურეს - თამარ გოგოლაშვილმა და ეკატერინე ქიზიყურაშვილმა.
2. პირველი ადგილი და ოქროს მედალი ჯგუფურ ცეკვაში ,,საბავშვო ცეკვა“დაიმსახურეს- ელიზაბედ კეჟერაშვილმა, ანასტასია ტოკლიკიშვილმა,ბარბარე გუგუჩიამ.
3. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ჯგუფურ ცეკვაში "არლეკინადა" დაიმსახურეს - ანანო თვარაძემ, ელენე აბულაძემ, ნუცა ასლამაზაშვილმა.
4. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ჯგუფურ ცეკვაში "ტარანტელა" დაიმსახურეს - ნელი შუკაკიძემ, ნინო სიდამონიძემ, ბარბარე ნიკოლაძემ, მარიამ ჩიგოგიძემ.