ახალი ამბები
16-22 მარტი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო
კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, როგორც კლასიკურ ვარიაციებში ასევე ჯგუფურ და თანამედროვე ცეკვაში! კლასიკურ ვარიაციებში ოქროსა და ვერცხლის მედალი,
თანამედროვე ცეკვაში ორი ოქროს მედალი, ჯგუფურ ცეკვაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები! გრან-პრი საუკეთესო მოცეკვავე გოგო!ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელს გადაეცა ჯილდო
,,საუკეთესო საბალეტო სკოლა." მადლობა პედაგოგებს ქეთი მოწონელიძეს, ლარისა ჩხიკვიშვილს, ნინა დიდებულიძეს, ვიქტორია კუზნეცოვას! განსაკუთრებული მადლობა
ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის
ფოტოკადრები |
 |