სსიპ – ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სასწავლებლის მოსამზადებელ ჯგუფში და სწავლების წლებზე. საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 1 თებერვლიდან 31 მაისის ჩათვლით.
პრეტენდენტთა ჩარიცხვა მოხდება შესარჩევი კონკურსის გავლის შედეგად, როგორც მოსამზადებელ ჯგუფებში, აგრეთვე სწავლების წლებზე.
სწავლების I წლის (შეესაბამება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის IV კლასდამთავრებულებს ) მისაღები კონტინგენტის რაოდენობა განისაზღვრება 16 მოსწავლით (საბიუჯეტო სექტორი)
მოსწავლეთა შერჩევა ხდება განსაზღვრული კრიტერიუმებით. ის პრეტენდენტები რომლებიც სრულად ვერ დააკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, მშობლების სურვილით მოხდება მათი ჩარიცხვა ფასიან სექტორზე. (ფასიან სექტორზე ჩარიცხვის მსურველებმა საჭიროა მოგვმართონ შესაბამისი განცხადებით).
სწავლების I წელზე მისაღები გამოცდების II სამედიცინო ტური, რომელიც ტარდებოდა სასწავლებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კორონა ვირუსის (კოვიდ- 19) გავრცელების გამო, დროებით შეჩერებულია და მის ნაცვლად სავალდებულო გახდა პრეტენდენტების მიერ
გამოცდის დღეს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის (ფორმა #100) წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი არ დაიშვება გამოცდაზე.
სასწავლებელში ჩარიცხულ მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებთან გაფორმდება ხელშეკრულება.
კონკურსის ჩატარების თარიღზე ინფორმაცია განთავსდება მიმდინარე წლის მაისის თვის ბოლოს.
სასწავლებელში მიღების პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე:
მოსამზადებელ ჯგუფებში ონლაინ რეგისტრაცია (შევსებული ბლანკი გამოაგზავნეთ სასწავლებლის ელ ფოსტაზე ballet_zuka@yahoo.com)
სწავლების წლებზე ონლაინ რეგისტრაცია (შევსებული ბლანკი გამოაგზავნეთ სასწავლებლის ელ ფოსტაზე ballet_zuka@yahoo.com)
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე:
598-655-125; 571-39-00-66
სასწავლებლის ადმინისტრაცია
1936 წლის 27 დეკემბერი შეიძლება ჩაითვალოს ქართული კლასიკური ბალეტის დაბადების თარიღად. ამ დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ბალეტი, “მზეჭაბუკი“ (კომპოზიტორი ა. ბალანჩივაძე, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი, მხატვარი ს. ვირსალაძე), თუმცა საქართველოში კლასიკური ბალეტის დამკვიდრება უფრო ადრე დაიწყო.
სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების
სახელმწიფო სასწავლებლის 17 წლის გაწეული
მუშაობის ანგარიში
/ მნიშვნელოვანი ღონისძიებები /
2004 წლის სექტემბერი – 2020 წლის დეკემბერი
ვ. ვეკუას 1, 0105, თბილისი, საქართველო
ტელეფონი : 298 60 41, 293 12 63
ფაქსი: (+ 99532 ) 298 86 49
Email:
ballet_zuka @ yahoo.com
ორშაბათი-პარასკევი:8:00-18:00 სთ
შაბათი - 8:00-14:00