სსიპ – ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სასწავლებლის მოსამზადებელ ჯგუფში და სწავლების წლებზე. საბუთების მიღება იწარმოებს როგორც ელექტრონული ფორმით, აგრეთვე ადგილზე მოტანით 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს 10 საათზე.
პრეტენდენტთა ჩარიცხვა მოხდება შესარჩევი კონკურსის გავლის შედეგად, როგორც მოსამზადებელ ჯგუფებში, აგრეთვე სწავლების წლებზე.
სასწავლებელში ჩარიცხულ მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებთან გაფორმდება ხელშეკრულება.
სასწავლებელში მიღების პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე:
მოსამზადებელ ჯგუფებში ონლაინ რეგისტრაცია (შევსებული ბლანკი გამოაგზავნეთ სასწავლებლის ელ ფოსტაზე ballet_zuka@yahoo.com)
სწავლების წლებზე ონლაინ რეგისტრაცია (შევსებული ბლანკი გამოაგზავნეთ სასწავლებლის ელ ფოსტაზე ballet_zuka@yahoo.com)
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე:
598-655-125; 571-39-00-66
სასწავლებლის ადმინისტრაცია
1936 წლის 27 დეკემბერი შეიძლება ჩაითვალოს ქართული კლასიკური ბალეტის დაბადების თარიღად. ამ დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ბალეტი, “მზეჭაბუკი“ (კომპოზიტორი ა. ბალანჩივაძე, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი, მხატვარი ს. ვირსალაძე), თუმცა საქართველოში კლასიკური ბალეტის დამკვიდრება უფრო ადრე დაიწყო.
სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების
სახელმწიფო სასწავლებლის 17 წლის გაწეული
მუშაობის ანგარიში
/ მნიშვნელოვანი ღონისძიებები /
2004 წლის სექტემბერი – 2020 წლის დეკემბერი
ვ. ვეკუას 1, 0105, თბილისი, საქართველო
ტელეფონი : 298 60 41, 293 12 63
ფაქსი: (+ 99532 ) 298 86 49
Email:
ballet_zuka @ yahoo.com
ორშაბათი-პარასკევი:8:00-18:00 სთ
შაბათი - 8:00-14:00